homeსააგენტოს შესახებმენეჯმენტი
მენეჯმენტი

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო განრიგის და სახელფასო ფონდის დამტკიცება საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე სააგენტოს თავმჯდომარის პრეროგატივაა...

სააგენტოს მენეჯმენტი მოიცავს:

სათაო ოფისის მენეჯმენტს

რეგიონალურ მენეჯმენტს

ტერიტორიულ მენეჯმენტს

სათაო ოფისის მენეჯმენტს წარმოადგენენ სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც ინიშნებიან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით...

რეგიონალურ მენეჯმენტს წარმოადგენენ რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიც ინიშნებიან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ. ისინი აცორციელებენ კონკრეტული რეგიონის ფარგლებში მოქმედი ტერიტორიული ოფისების საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს...

ტერიტორიულ მენეჯმენტს წარმოადგენენ ტერიტორიული ოფისების ხელმძღვანელები, რომლებიც ინიშნებიან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ და უშუალოდ ხელმძღვანელობენ ტერიტორიულ ოფისს...

Pro-Service