homeპორტალებიპირველად ვარ ამ საიტზე
პირველად ვარ ამ საიტზე

www.napr.gov.ge გაძლევს საშუალება გაეცნო ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს; მიიღო დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული 200-მდე მომსახურების (სარეგისტრაციო, საინფორმაციო, საკადასტრო, საარქივო, საგადასახადო მომსახურებები) ვადების, პროცედურების თუ საფასურის შესახებ...

ვებ საიტის მეშვეობით შეგიძლია ისარგებლო ონლაინ მომსახურებებით. მაგალითად, თუ გსურს ამონაწერი ქონების ან ბიზნესის შესახებ, ამისათვის არაა აუცილებელი მოხვიდე მომსახურების ოფისში. მარტივი ინტერფეისი გაძლევს საშუალებას ვებ საიტის მეშვეობით გააკეთო განაცხადი ამა თუ იმ მომსახურებაზე და აქვე განახორციელო მომსახურების საფასურის ვებ გადახდაც საბანკო პლასტიკური ბარათით...

ამავე საიტზე შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია ქონებისა თუ ბიზნესის შესახებ; გაეცნო ცოცხალ სტატისტიკას; დაათვალიერო და გამოიწერო ჩვენი ელექტრონული პუბლიკაციები; დაათვალიერო ელექტრონული, ციფრული რუკები; შემოიხედო ამბების ოთახში და გაეცნო ელექტრონულ ნიუსლეთერებს; დაათვალიერო სააგენტოს ფოტო და ვიდეო გალერეა; ისარგებლო უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისა და პროგნოზის სისტემით, აგრეთვე ქონების ვირტუალური ბირჟით; გაეცნო კომპანიების წესდებების თუ ხელშეკრულებების სხვადასხვა ტიპების ნიმუშებს; მოიძიო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს სტრუქტურასა და მენეჯმენტზე, ისტორიაზე, ხედვასა და მისიაზე, ინსტიტუციურ ღირებულებებზე, შემოსავლებსა და ხარჯებზე, გეგმებსა და ანგარიშებზე; გაეცნო სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ საინფორმაციო პროდუქტებს, აგრთვე, მუდმივმოქმედი სარეფერენციო სადგურების (CORS) ქსელის შესაძლებლობებს და სხვა...

ხშირად გვესტუმრე და ისარგებლე ჩვენი ვებ საიტით!

 

Pro-Service