homeპორტალებიმინდა გავხდე ავტორიზებული
მინდა გავხდე ავტორიზებული

თუ გსურთ გახდეთ ავტორიზებული პირი, სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

•   განცხდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადებასა და ავტორიზების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით...

•   ავტორიზების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი...

•   უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი...

•    იმ პირის პირადობის მოწმობის ასლი, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად უნდა მიენიჭოს მომხმარებლის სახელი და პაროლი (შეიძლება იყოს ერთზე მეტი მომხმარებელიც)...

შენიშვნა: ავტორიზებული პირი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის ავტორიზებისათვის ცალ-ცალკე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები იდება. ავტორიზების საფასური წარმოადგენს ერთჯერად წლიურ გადასახდელს და შეადგენს სააქციო საზოგადოებებზე 1000 ლარს, ხოლო სხვა სუბიექტებზე - 500 ლარს. ავტორიზების საფასურს არ იხდიან ნოტარიუსები და ადმინისტრაციული ორგანოები. ავტორიზების საფასური ფიქსირებულია და არაა დამოკიდებული ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილია მომხმარებლის სახელისა და პაროლის რაოდენობაზე...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით ავტორიზებულ პირზე დელეგირდება საჯარო რეესტრის ფრონტ ოფისის ფუნქციები. ავტორიზებული ოფისის თითოეული წარმომადგენლისათვის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მინიჭებამდე ხდება მისი თრენინგი და ტესტირება სააგენტოს მიერ...

ავტორიზებული ოფისის წარმომადგენელს შეუძლია: 

•   სარეგისტრაციო განაცხადის ელექტრონულად შევსება

•   სარეგისტრაციო დოკუმენტების სკანირება და ელექტრონული ფაილების გადაგზავნა სააგენტოში

•   ვებ გადახდის განხორციელება

•   დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი მიწის ნაკვეთის და მის შესახებ მონაცემების მოძიება

•   საკადასტრო რუკის ფრაგმენტის ვებ საიტიდან ჩამოტვირთვა

•   ქონებაზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ მონაცემების მოძიება

სააგენტოს საბანკო რეკვიზიტებია...

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;

707427519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავალი)


გადმოწერეთ პროგრამა VPN CLIENT

თუ გაქვთ  Windows Vista  

თუ გაქვთ
 
Windows 7


თუ გაქვთ  Windows X64
Pro-Service