homeსხვაBanners

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები წარმოადგენენ „მეწარმეთა შესახებ" და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა რეგისტრაციასაც ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს ანიჭებს-სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია დააფუძნოს კოოპერატივი, ხოლო თუ ის უკვე რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, რეგისტრირებული მონაცემები შეუსაბამოს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და შემდეგ მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხელმძღვანელოს წინამდებარე წესდების ნიმუშით.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ"  საქართველოს კანონით რეგულირებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციონირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. კანონის მიზანს წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და რენტაბელობის ამაღლება, ეროვნული ეკონომიკის განვითარება, სოფლად სიღარიბის დაძლევა და სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება, ბიოლოგიური მეურნეობის განვითრების ხელშეწყობა, საკომლო (საოჯახო) მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება.

იხ. წესდების ნიმუში

Pro-Service