homeსააგენტოს შესახებისტორია
ისტორია

პირველი ქართული წარწერა, რომელიც მიწის ნასყიდობის ფაქტს ადასტურებს, ქვაჯვარზეა ამოკვეთილი, VII საუკუნით (616-619) თარიღდება და წყისის წარწერის სახელითაა ცნობილი.

მიწის ნასყიდობის ფაქტს აგრეთვე ადასტურებს ნიკორწმინდის სიგელი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება [ციტ.: „ჯინჭარაჲს ძისა გლეხისაგან ვიყიდე ნაოთხალი ვენაჴისაჲ, ჩეუნ თანა ედვა და გავისაკუთრე“].

დღევანდელ საქართველოში არა მხოლოდ ნასყიდობის, არამედ ზოგადად ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციის ფუნქციებს იუსტიციის სამინისტროს სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ანუ საჯარო რეესტრი ახორციელებს.

საჯარო რეესტრი, რომელიც მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, 2004 წელს შეიქმნა...

2004 წელს სააგენტოს გადმოეცა ყოფ. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი...

2005 წელს სააგენტოს გადმოეცა ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციის ფუნქცია...

2007 წელს სააგენტოს დაეკისრა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია...

2009 წელს სააგენტოს დაეკისრა მოძრავი და არამატერიალური ქონების რეგისტრაციის ფუნქცია...

2010 წელს სააგენტოს გადმოეცა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის ფუნქცია...

2011 წელს სააგენტოს დაეკისრა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, აგრეთვე საგადასახადო მომსახურებების განხორციელების და დამისამართების ფუნქციები...

2012 წელს სააგენტოს გადმოეცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის, აგრეთვე უძრავი ქონების ნუმერირების ფუნქციები...

Pro-Service