homeსააგენტოს შესახებმენეჯმენტითავმჯდომარის მოადგილე
თავმჯდომარის მოადგილე

 

ალექსანდრე თევდორაძე

დაიბადა 1982 წლის 6 ნოემბერს ქ. ქუთაისში;

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სპეციალობით _ ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება და მართვა; მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, მეორადი სწავლების სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2000-2004 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით _ სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა; მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2006 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში;

2006-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე;

2009-2010 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2010-2013 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა;

2013 წლის ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. კურირებს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური, შესყიდვებისა და სამეურნეო სამსახურების საქმიანობას.

ჰყავს მეუღლე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

E-mail: a.tevdoradze@napr.gov.ge

 

Pro-Service