homeპორტალებისაინფორმაციო პროდუქტებიქონება
ქონება

სააგენტო გთავაზობთ სხვადასხვა ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტს, რომელიც ეფუძნება ჩვენს მიერ წარმოებულ რეესტრებსა და მონაცემთა ბაზებს. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან იკრიბება მონაცემები ქონებრივი თუ ბიზნეს ტრანზაქციების შესახებ. გსურთ, იგრძნოთ უძრავი ქონების ბაზრის მაჯისცემა? ჩვენ გთავაზობთ ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტს უძრავი ქონების ტრანზაქციების მონაცემთა ბაზა. ამ ეტაპზე პროდუქტი მოიცავს ქვეყანაში განხორციელებული უძრავი ქონების ნასყიდობების შესახებ დეტალურ მონაცემებს. თითოეულ ტრანზაქციაზე ხელმისაწვდომია:


• 
უძრავი ქონების საკადასტრო კოდი

•  რეგისტრაციის თარიღი

•  რეგისტრაციის ნომერი

•  უძრავი ქონების ზუსტი მისამართი

•  უძრავი ქონების ტიპი და სახე

•  უძრავი ქონების ფართობი

•  ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი


პროდუქტი უპირატესად განკუთვნილია კომერციული ბაკებისათვის, აუდიტორული და საშემფასებლო კომპანიებისათვის, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის, უძრავი ქონების სააგენტოებისათვის და სხვა კატეგორიის მომხმარებელთათვის...


ელექტრონული საინფორმაციო პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით, ისე ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე ერთეული ტრანზაქციის მიხედვით...


პროდუქტი მოგეწოდებათ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტით თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატის ფაილად. მიწოდების პერიოდულობაში არა გვაქვს შეზღუდვა: პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია დღის, კვირის, დეკადის, თვის თუ სხვა პერიოდულობით...


ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტზე ფასები განსაზღვრულია სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით [სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 23 დეკემბრის #984/ს ბრძანება საინფორმაციო პროდუქტზე უძრავი ქონების ტრანზაქციების მონაცემთა ბაზა ფასების განსაზღვრის შესახებ]...


მსურველები დაეკონტაქტეთ საზოგადოებასთნ ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურს: 2 25 15 28 (4068)

Pro-Service