homeპორტალებისაინფორმაციო პროდუქტებიბიზნესი
ბიზნესი

სააგენტო გთავაზობთ სხვადასხვა ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტს, რომელიც ეფუძნება ჩვენს მიერ წარმოებულ რეესტრებსა და მონაცემთა ბაზებს. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან იკრიბება მონაცემები ქონებრივი თუ ბიზნეს ტრანზაქციების შესახებ. გსურთ, პერიოდულად მიიღოთ მონაცემები ახალი ბიზნეს სუბიექტების შესახებ? გინდათ, მოიპოვოთ ინფორმაცია პოტენციური პარტნიორების შესახებ? ჩვენ გთავაზობთ ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტს ბიზნეს სუბიექტების მარკეტინგული ნუსხა, რაც წარმოადგენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული სუბიექტების შესახებ მონაცემების ნაკრებს. თითოეულ ბიზნეს სუბიექტზე ხელმისაწვდომია:


• 
სუბიექტის საიდენტიფიკაციო კოდი

•  საფირმო დასახელება

•  სამართლებრივი ფორმა

•  რეგისტრაციის თარიღი

•  იურიდიული მისამართი

•  მონაცემები ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირ(ებ)ის შესახებ

•  საწესდებო კაპიტალის ოდენობა

•  მონაცემები დამფუძნებლების/პარტნიორების შესახებ

•  მონაცემები პარტნიორების წილების შესახებ


პროდუქტი განკუთვნილია ბიზნესისათვის (კომერციული ბაკები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, პი არ კომპანიები, სადისტრიბუციო კომპანიები და ა.შ.) და სხვა კატეგორიის მომხმარებელთათვის (მასს მედია, სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი და სხვა...


ელექტრონული საინფორმაციო პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით, ისე ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე ერთეული ბიზნეს სუბიექტის მიხედვით...


პროდუქტი მოგეწოდებათ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტით თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატის ფაილად. მიწოდების პერიოდულობაში არა გვაქვს შეზღუდვა: პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია დღის, კვირის, დეკადის, თვის თუ სხვა პერიოდულობით...


ელექტრონულ საინფორმაციო პროდუქტზე ფასები განსაზღვრულია სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით [სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 16 ივნისის #573/ს ბრძანება საინფორმაციო პროდუქტზე ბიზნეს სუბიექტების მარკეტინგული ნუსხა ფასების განსაზღვრის შესახებ]...


მსურველები დაეკონტაქტეთ საზოგადოებასთნ ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურს: 2 25 15 27 (4068)

Pro-Service