homeპორტალებიამბების ოთახიახალი ამბები
ახალი ამბები
07.11.2014
გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ევროკავშირის პროექტის „ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობები“ - ერთობლივ სემინარზე საქართველოს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ძირითად პრინციპებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

სემინარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სამინისტროების წარმომადგენლები, გეოდეზიის სფეროს ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სააგენტოს თანამშრომლებმა სემინარის მონაწილეებს განხორციელებული პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნეს, მოისმინეს მათი შეფასებები და მოსაზრებები, რომელსაც სააგენტო დარგის განვითარების პროცესში გაიზიარებს. 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, „საჯარო რეესტრს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების ფუნქცია 2010 წელს გადაეცა. ამ პერიოდიდან სააგენტომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროს განვითარება და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავდა სტრატეგიული გეგმა და ახალი ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ქვეყანას გეოდეზიის სფეროს განვითარებაში. დღეს ჩვენ შევხვდით დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რომელიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გეოდეზიის სფეროს განვითარების პროცესში“. 

სემინარზე წარმოადგენილი იყო ახალი კოორდინატთა სისტემა და მისი ტექნიკური სპეციფიკაციები, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების (CORS) ქსელის განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები, საკადასტრო მონაცემების სტანდარტიზაციის, სიმაღლური მოდელის აღდგენა-განვითარების, კარტოგრაფიის ახალი ქართულენოვანი სტანდარტის, ფოტოგრამეტრიული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროექტი (NSDI). 

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი – საქართველო ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობები“ კომპონენტი - „გეოგრაფიული ინფორმაციის წარმოების გაძლიერება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ფარგლებში ჩატარდა.
Pro-Service