homeსააგენტოს შესახებმენეჯმენტითავმჯდომარის მოადგილე
თავმჯდომარის მოადგილე

 

  შოთა ჩაჩხუნაშვილი

 

დაიბადა 1978 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში;

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით _ ფიზიკური ინფორმატიკა, მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ფიზიკის, მათემატიკის და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2008 წელს დაამთავრა ბიზნეს სკოლა (ESM). სპეციალობით _  ბიზნესის ადმინისტრირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;

2010 წელს დაამთავჯა ჯორჯ ვაშინქტონის უნივერსიტეტის ბისნეს სკოლის პროექტების მართვის აკადემია. მიენიჭა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვაში.

2000 წელს იყო კომპიუტერული კურსის ტრენერი შპს ,,სამყაროში";

2001 წელს მუშაობდა შპს ,,ჯეოსელში" პროგრამისტად;

2002-2003 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Civitas Georgica"-ში IT-ინჟინრად;

2003 წელს სასწავლო ცენტრ ,,IREX/IATP"-ში იყო ინტერნეტ ცენტრის ადმინისტრატორი;

2004-2006 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი"-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად;

2007 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

2014 წლის თებერვლიდან არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

2014 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.



 

Pro-Service