მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამბროლაურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ქუთაისის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ამბროლაურში გამართეს და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებზეც მიიღეს. შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (ოკუპირებული ტერიტორიებისა და 5 თვითმმართველი ქალაქის გარდა). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule