ტაილანდის დელეგაციის ვიზიტი

ბიზნესის გამარტივებული რეგისტრაციის საუკეთესო პრაქტიკა ტაილანდის დელეგაციამ გაიზიარა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტაილანდის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

შეხვედრაზე მასპინძელმა მხარემ დელეგაციას პრეზენტაცია წარუდგინა სააგენტოში მიმდინარე და დასრულებული რეფორმების შესახებ - დასრულებული პროექტი „დამისამართებული საქართველო“, მიწის სისტემური რეგისტრაცია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი. საუბარი შეეხო, ასევე, სამეწარმეო რეესტრს - ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ტაილანდის სამეფოს ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება აპირატ სუგონდჰაბჰრომი, ტაილანდის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრის დასასრულს, ტაილანდის დელეგაციის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს მათთვის საინტერესო საკითხების დეტალურად განხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.