FAO სამუშაო შეხვედრა

მიწის კონსოლიდაციის და მიწის ბანკინგის საკითხებზე საჯარო რეესტრი FAO–ს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქ. სკოპიეში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ორგანიზებულ LANDNET–ის რიგით მეცამეტე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მიწის კონსოლიდაციის, მიწის ბანკინგისა და მიტოვების საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა მიწის ბანკინგის უახლესი კვლევის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და მიწის ბანკინგის საკითხებში საუკეთესო ევროპული პრაქტიკა განიხილეს. სამუშაო შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ საველე სამუშაოებს ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე მიწის კონსოლიდაციის საპროექტო არეალებზე. საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა 1995 წელს გახდა. FAO საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდამჭერი ორგანიზაციაა.