საინფორმაციო შეხვედრა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყალტუბოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებთან საინფორმაცია შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა რეფორმის შესახებ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეთა ინფორმირებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მიმდინარე პროცესში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით და არის უფასო.

შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, ბაღდათის, ვანის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule