შეხვედრა მცხეთაში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მცხეთაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნენ.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებზეც მიაწოდეს.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე, თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule