სააგენტოს წარმატება EuroGeographics-ის ასამბლეაზე

EuroGeographics-ის გენერალური ასამბლეას ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინოვაციურ უწყებად აღიარეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ EuroGeographics-ის გენერალური ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე შეხვდა სერბეთის რესპუბლიკური გეოდეზიური ორგანოს დირექტორს - ბორკო დრაკოვიჩს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი ევროპაში ცნობილია, როგორც ინოვაციური სააგენტო და მათ სურვილი აქვთ სააგენტოსთან თანამშრომლობის. ხაზი გაესვა ბლოკჩეინ სისტემის, გონიერი კონტრაქტების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე, ორგანიზებული გეომონაცემების წარმოების საკითხს.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა - მარიკა აბულაძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად.

ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსი“ 46 ქვეყნის 60-ზე მეტ კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნულ უწყებებს აერთიანებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლიდან ასოციაციის წევრია და მონაწილეობს „ევროგეოგრაფიკსის“ პროექტებში (EuroGlobalMap, EuroRegionalMap, Open Maps for Europe). გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, „ევროგეოგრაფიკსი“ რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სემინარს, უმთავრესად გეოსივრცითი მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.