homeსააგენტოს შესახებმენეჯმენტისათაო ოფისის მენეჯმენტი
სათაო ოფისის მენეჯმენტი

თამარ თუთარაშვილი

დაიბადა 1969 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში;

1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი, მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია;

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში ოპერატორად;

1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის „სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ მიწის რეგისტრაციის განყოფილებაში რეგისტრაციის სპეციალისტის და კონსულტანტის პოზიციებზე;

2004 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2004 წლის ოქტომბრიდან მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2004 წლის ნოემბრიდან დაინიშნა მარკეტინგის სამსახურში უფროსის თანამდებობაზე;

2008 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში მენეჯერის თანამდებობაზე;

2014 წლის თებერვლიდან დაინიშნა მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელად.

2014 წლის აპრილიდან კონკურსის წესით დაინიშნა მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

 

თინათინ ყოლბაია

დაიბადა 1987 წლის 19 სექტემბერს ქ. გალში;

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით _ სამართალმცოდნე; მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2008 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტში;

2008 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორში;

2009 წლის იანვრიდან მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორში შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციაზე;

2009 წლის თებერვლიდან გადაყვანილ იქნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციაზე;

2009 წლის სექტემბრიდან დაინიშნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იურისტის თანამდებობაზე;

2011 წლის ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა იურიდიულ სამსახურში იურისტის / მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

2014 წლის იანვრიდან ასრულებდა იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობას;

2014 წლის თებერვლიდან ასრულებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

2014 წლის მაისიდან კონკურსის წესით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

 



ნინო კიკვიძე

დაიბადა 1973 წლის 23 ივლისს ქ. თბილისში;

1999 წელს დაამთავრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპ. და კლინიკური თერაპიის ს/კ ინსტიტუტთან არსებული სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით _ სამკურნალო საქმე; მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია.

1990-1998 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მე-11 ქალთა კონსულტაციაში სანიტრად და ექთნად;

1998-2006 წლებში მუშაობდა შპს „უბე“-ს სავაჭრო ცენტრ „პანდა“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდეობაზე;

2007 წელს მუშაობდა GTZ-ის პროექტში - „მიწის მენეჯმენტი“ ექსპერტად;

2008 წლის იანვრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სკანირების განყოფილებაში ასისტენტის /  თანამდებობაზე;

2013 წლის ოქტომბრიდან ასრულებდა  თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სკანირების განყოფილების უფროსის მოვალეობას;

2013 წლის იანვრიდან დაინიშნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სკანირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;

2014 წლის თებერვლიდან არის სკანირების სამსახურის უფროსი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ირაკლი გოგოლაძე

ირაკლი გოგოლაძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად 2014 წლის აპრილში დაინიშნა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას 2014 წლის თებერვლიდან ასრულებს. 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფის განყოფილებას. 2005-2007 წლებში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2003-2005 წლებში ენერგოეფექტურობის ცენტრში პროექტების მენეჯერი იყო. 2003 წელს თბილისის სახელმწიფო ღია ეთნოგრაფიულ მუზეუმში ექსპონატების (შენობების) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შეფასების საკითხებზე და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანაშემწედ მუშაობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  უმაღლესი განათლების, სპეციალობით მშენებლობის მენეჯმენტი  (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი) მიღების შემდეგ, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიების ინსტიტუტში განაგრძო სწავლა (სპეციალობა მიწის მართვა) და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2005 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა (სპეციალობა მშენებლობის მენეჯმენტი), 2008 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი დაამთავრა და სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი და მიღებული აქვს შემდეგი სერტიფიკატები: თბილისის ინფორმატიკის სასწავლო მეთოდური ცენტრის,  კორპორაცია „IMS" ინგლისური ენის კურსების, WBT და ICC სერტიფიკატი ბიზნეს ინგლისურში, საჯარო სამსახურის ბიუროს სერტიფიკატი ელექტრონული მმართველობის საკითხებზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.


ეკა ერგემლიძე

 ეკა ერგემლიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2014 წლის აპრილიდან მუშაობს, მანამდე კი, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილის  თანამდებობა ეკავა.  მან სააგენტოში მუშაობა  2004 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროს სპეციალისტად დაიწყო, შემდეგ  სამსახურის უფროსის მოადგილის, მოგვიანებით კი სამსახურის უფროსის თანმდებობა ეკავა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომდე, სხვადასხვა დროს მუშაობდა  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ეკა ერგემლიძის სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე   ძირითადად არასამთავრობო და კერძო სექტორს უკავშირდება: 1997-2001 - სადაზღვევო კომპანია „ერი“; 2000-2003 - არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „საქართველოს ერთიანობის ალიანსი“; 2001-2004 - სარეკლამო კომპანია „ART LINE“; 2004-2005 - დეველოპერული კომპანია „კალასი“.

კონსულტანტის რანგში, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ბიზნეს და  საჯარო ორგანიზაციისთვის  საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში.

1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი.

2014 წელს დაამთავრა საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study, სპეციალური კურსი „ეფექტური კომუნიკაციების ფსიქოლოგია ტაქტიკასა და ტექნიკაში NLP გამოყენებით“

1996  წელს  Europa Kolleg-ში გაიარა გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (გერმანია, ქ. ფრანკფურტი),  შემდეგ  კი ამავე კოლეჯში - სასწავლო კურსი „PR და კომუნიკაცია“ .

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მათ შორის მენეჯმენტში. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში.

ფლობს  რუსულ და  გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 


თეიმურაზ მოსიძე


თეიმურაზ მოსიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე  2011 წლიდან მუშაობს. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2006  წლიდან სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2005-2006 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მარკეტინგის სამსახურში მთავარი სპეციალისტის მოვალეობას ასრულებდა. 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის ოპერატიულ-ანალიტიკურ სამმართველოში უფროსი ოპერმუშაკის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, 1985-1988 წლებში კი №1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი მექანიკოსი, გარდაბნის რაიონის სათესლე მეურნეობის მთავარი ინჟინერი, გარდაბნის რაიონის ,,საქსოფქიმიის"  მექანიკური ჯგუფის უფროსი, ინჟინერ-მექანიკოსი იყო.

1985 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა (სპეციალობა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია) და  ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ზურაბ ლაზუაშვილი

დაიბადა 1975 წლის 14 სექტემბერს ქ. თბილისში;

1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის  საერთაშორისო ეკონომიკისა და ინფორმაციის ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; მიმართულება _ სახელმწიფოს და სამართლის ისტორია;

1998-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კურიერად;

1999-2006 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას; იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი/საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

2003-2006 წელს იყო ასისტენტ-პროფესორი თბილისის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის ეკონომიკურ-იურიდიულ ინსტიტუტში და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში;

2007 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურში იურისტის თანამდებობაზე;

2010 წელს გადაყვანილ იქნა საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფის სექტორის უფროსის თანამდებობაზე;

2011 წელს გადაყვანილ იქნა საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფის სექტორის უფროსად;

2013 წლის 1 მაისიდან დაევალა საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შესრულება;

2014 წლის თებერვლიდან დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად;

2014 წლის აპრილიდან კონკურსის წესით დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ სწავლებებში:

1999წ.  - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი - მოსამართლოს თანაშემწის კურსი;

2000წ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრი - საგადასახადო მოხელეთა მოსამზადებელი კურსი;

2003წ. - საქართველოს სამოსამართლოს სწავლების ცენტრი - ადვოკატთა მოსამზადებელი კურსი;

2013წ. - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი - ლექციების კურსი  პოლიტიკა და სამართალი;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი;

ფლობს რუსულ, გერმანულ და ძველ ლათინურ ენებს.

 

 

დიმიტრი მახათაძე

დიმიტრი მახათაძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობს. 2009-2010 წლებში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2003-2009 წლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში (APLR), აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიწის ბაზრის განვითარების პროექტში,  რესტიტუციის პროექტში უფროს იურისტად მუშაობდა, 2001-2003 წლებში - იურიდიულ ფირმა ,,VECO"-ში იურისტად/ადვოკატად, 1994-2001 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო აღმასრულებლად.

 1997 წელს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით.

 ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ნინო ბახია

 


დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქ. თბილისში;

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ სამართალმცოდნეობა;

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2007 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეგო ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით _ მიწის მართვა; მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2004-2005 წლებში იყო ოფის მენეჯერის თანაშემწე შპს ,,სტუდია თბილისში";

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად;

2007 წელს მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ;

2008 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში ასისტენტად;

2010 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გირავნობის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

2014 წლის თებერვლიდან არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი;

ტრეინინგები, სემინარები, სტაჟირება:

2012  სასწავლო კურსი"საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში" - ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (ESD)

2011 სასწავლო კურსი "საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა" (LFP) - განათლების ამერიკული საბჭოები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

2011 ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა უძრავი ქონების მართვის სფეროში - Alter Consulting Group, USA

2010-2011 სასწავლო კურსი "საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში" - სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

2009  სასწავლო კურსი "ეფექტური მომსახურება" - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი

2009  სასწავლო კურსი "სტრატეგიული დაგეგმვა" - ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC)

2006  სასწავლო კურსი "პროექტის მართვა" - სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრი

2003-2004  სტაჟირების პროგრამა - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პარლამენტი
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კობა ბახტურიძე

კობა ბახტურიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად 2014 წლის აპრილში დაინიშნა.      2014 წლის თებერვლიდან პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.  2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს. 2006-2010 წლებში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2004-2006 წლებში  საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. 2003-2004 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ,,საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის" იურიდიულ განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა.

1999 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის (სპეციალობა ეკონომიკა და მართვა მანქანათმშენებლობაში) დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და 2003 წელს დაამთავრა სამართალმცოდნის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გაგა ხახუბია

დაიბადა 1975 წლის 17 თებერვალს ქალაქ თბილისში...

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით გამომთვლელი მანქანები, სისტემები, კომპლექსები და ქსელები...

1996-2001 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებაში აეროგეოდეზია ინჟინრად...

2001-2004 წლებში იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფიორთო სისტემური ადმინისტრატორი...

2005-2008 წლებში მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ლ.კ.ნ. სისტემურ ადმინისტრატორად...

2008 წლიდან მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ...

2009 წლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში ასისტენტად...

2011 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახურში მთავარ სპეციალისტად...

2011 წლის იანვრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე...

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

ივანე ცარციძე

ივანე ცარციძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად 2014 წლის აპრილში დაინიშნა. 2014 წლის თებერვლიდან გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა 2010 წლიდან სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუსაობდა. 2006-2010 წლებში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2003-2006 წლებში  მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის (მიწის ბაზრის განვითარების პროექტი) რეგიონული პროექტების მართვის სექტორის კოორდინატორი იყო. 2000-2003 წლებში  მიწის ბაზრის განვითარების პროექტში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საველე კონტროლისა და მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტად (ექსპერტად), შემდეგ კი ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის ჯგუფის კოორდინატორად (ექსპერტად) მუშაობდა. 1999-2000 წლებში ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრი ,,დიანდჰესის" ინჟინერ-გეოდეზისტი იყო, 1998-1999 წლებში კი - აერო-გეოდეზიური დეპარტამენტის 63-ე ექსპედიციის იურისკონსულტი.

1998 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-გეოდეზისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით (სპეციალობა გამოყენებითი გეოდეზია) დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2001 წელს, სრული კურსის დამთავრების შემდეგ, ინჟინერ-გეოდეზისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა (სპეციალობა გამოყენებითი გეოდეზია). 1999 წელს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით სამართალმცოდნეობა, და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ფლობს ინგლისურ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.



 

თამუნა შაშიაშვილი

თამარ შაშიაშვილი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიის უფროსის პოზიციაზე 2005 წლიდან მუშაობს. 2002-2003 წლებში  სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ორგანიზაციული მართვის სამსახურის უფროსი, 2000-2002 წლებში კი სსიპ - ,,ენერგოგენერაციის" საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო. 1997-1999 წლებში ინსტიტუტ ,,საქგზამეცნიერების" საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა განყოფილებაში გამოთვლითი ტექნიკის ინჟინრად მუშაობდა. 1997-2000 და 1996-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილების საქმისმწარმოებელი, ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილების კონსულტანტი, საფინანსო-საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მაკროეკონომიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იყო. 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ჯგუფის უფროს სპეციალისტად, ხოლო 1987-1989 წლებში საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ,,საქსახორგგზასამკვლევის" საგზაო ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მუშაობდა.

1994 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა (სპეციალობა გამომთვლელი მანქანები, სისტემები, კომპლექსები, ქსელები) და ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს რუსულ ენას.


 

ეკატერინე ფურცელაძე

 

დაიბადა 1982 წლის 6 აპრილს ქ. ქუთაისში;

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ სამართალმცოდნეობა;

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2005 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადრებისა და ტრეინინგის სამსახურში მთავარ სპეციალისტად;

2009 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2014 წლის მაისიდან კონკურსის წესით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

გავლილი აქვს შრომის სამართლის, ადამიანური რესურსების მართვისა და მენეჯმენტის სხვადასხვა სახის სწავლებები.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ეკა მესხიძე

ეკატერინე მესხიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2005 წლის აგვისტოდან მუშაობს. 2004-2005 წლებში  სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურში უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.  1998-2004 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექტორად და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, 1997-1998 წლებში - ბათუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ლექტორად, 1996-1997 წლებში -  ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მასწავლებლად/თარჯიმნად, 1996 წელს - ბათუმის №23 საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2008 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ორგანიზაციული განვითარების და NAPR-ის გაუმჯობესებული მომსახურების" მენეჯერია.

1995 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ფილოლოგის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.



ტარიელ შარაბიძე

ტარიელ შარაბიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2013 წლის ივლისიდან მუშაობს. 2008-2013 წლებში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1992-2006 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 

1990 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, 1997 წელს კი  -  საქართველოს შს სამინისტროს აკადემია, სპეციალობით სამართალმცოდნეობა.

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

გავლილი აქვს ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები.

 ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


ხათუნა გოგოხია


დაიბადა 1971 წლის 22 მაისს ქალაქ თბილისში...

1993 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით...

2004 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია...

1992 წლიდან მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტში ბუღალტერ-სპეციალისტად...

1993 წლიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად...

1995 წლიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების გამგის მოადგილედ საბუღალტრო აღრიცხვის სექტორის უფროსად...

1996 წლიდან გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად...

1997-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელ საქალაქო სამსახურში მთავარ ბუღალტრად...

2006 წლიდან მუშაობდა სს ლილო 1 საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსად...

2010 წლიდან დაინიშნა PSP ჯგუფის ნარინჯისფერი ფარმაცენტრის მთავარ ბუღალტრად...

2013 წლიდან დაინიშნა საჯარო რეესტრის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად...

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს...

ჰყავს მეუღლე და შვილი...


ლაშა მერაბიშვილი

ლაშა მერაბიშვილი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2007 წლის სექტემბრიდან მუშაობს. 2006 წლის ივლისიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2004-2006 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი იყო, ხოლო 2003-2004 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი.

2002 წელს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით სამართალმცოდნეობა, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ნოდარ გომარელი

დაიბადა 1963 წლის 18 სექტემბერს ქ. ხაშურში;

1995 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით _ სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა და მიენიჭა ინჟინერ–მშენებლის კვალიფიკაცია;

1980 წელს მუშაობდა ხაშურის მექანიკურ ქარხანაში დამხმარე მუშად;

1981 წელს მუშაობდა ხაშურის რკინიგზის ენერგო მომარაგების IV უბანზე დამხმარე მუშად;

1981 წელს იყო ხაშურის სამშენებლო–სარემონტო კანტორის დამხმარე მუშა;

1989–2003 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი–სამგორის რაიონის გამგეობის #91–ე საბინაო სერვისული მომსახურების ცენტრში დირექტორის მოადგილედ;

2003–2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციულ ინსპექციაში წამყვან სპეციალისტად;

2005–2006 წლებში იყო შპს ,,სამართლებრივი ცენტრის“ მთავარი ბუღალტერი;

2006–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტექნიკური ექსპერტიზის სამსახურში მთავარ სპეციალისტად;

2010–2011 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

2011 წლის იანვრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი;

ფლობს რუსულ ენას.



 


Pro-Service