homeპორტალებიკითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
description
სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზება არ მოითხოვება.
description
საჯარო რეესტრის მონაცემების კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ სასამართოს.
description
ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.
description
საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;
ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერი ერმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტზე;
გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი, ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორცილედეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე _ 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;
დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები:
ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;
ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა);
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა-ნაგებობის გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;
თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის ხაზი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.

description
საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია _ დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით.
description
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას\მისამართს;
ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
გ) მიწის ნაკვეთის ფართობს;
დ) საზღვრების გვერდების ზომებს, თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია;
ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას, და განაშენიანების ფართობს;
ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან\და დატვირთვის ფარგლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;
თ) საკადასტრო აღწერის თარიღს;
ი) პირობით ნიშნებს.
description
საკადასტრო აზომვით ნახაზზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში:
ა) 1:500 _ არა უმეტეს 0.15 მეტრისა;
ბ) 1:1000 _ არა უმეტეს 0.25 მეტრისა;
გ) 1:2000 _ არა უმეტეს 0.50 მეტრისა;
დ) 1:5000 _ არა უმეტეს 1.00 მეტრისა.
description
საკადასტრო აზომვით ნახაზზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში:
ა) 1:500 _ არა უმეტეს 0.15 მეტრისა;
ბ) 1:1000 _ არა უმეტეს 0.25 მეტრისა;
გ) 1:2000 _ არა უმეტეს 0.50 მეტრისა;
დ) 1:5000 _ არა უმეტეს 1.00 მეტრისა:
description
ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას\მისამართს;
ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);
გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს;
დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია);
ე) საკადასტრო აღწერის თარიღს;
description
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული მომსახურებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ვადები:
ა) 4 სამუშაო დღე _ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციისა და საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემისათვის;
ბ) 3 სამუშაო დღე _ მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის, იპოთეკის მოწმობის გაუქმების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში\იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცისაათვის;
გ) 1 სამუშაო დღე _ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის.
«12»
Pro-Service